logo_geo
კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე ბრუნდება
- +

11 ნოემბერი. 2020. 12:40

 

 

ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე ბრუნდება. UFC-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ორ წონით კატეგორიაში ლიგის ექს-ჩემპიონ კონორ მაკგრეგორსა და მსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონ დასტინ პორიეს შორის ბრძოლა გაიმართება.

 

ორთაბრძოლა 23 იანვარს, UFC-ს 257-ე საღამოზე შედგება.

 

ირლანდიელმა ბოლოს 2020 წლის იანვარში იბრძოლა და დონალდ სერონე წუთზე ნაკლებ დროში დაამარცხა, შემდეგ კი კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

 

დასტინ პორიეს რაც შეეხება, მან 2020 წლის ივნისში იბრძოლა და დენ ჰუკერსი დაამაცხა. პორიესა და მაკგრეგორს შორის ეს მე-2 ბრძოლა იქნება. ისინი პირველად ერთმანეთს 2014 წელს დაუპირისპირდნენ და კონორმა პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი