logo_geo
ქუთაისის ,,ტორპედო“: სოლიდარობა ეროვნულ ნაკრებსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას
- +

15 ნოემბერი. 2020. 11:39

 

 

ქუთაისის ,,ტორპედომ“ წერილი გამოაქვეყნა, სადაც 13 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისთან განვითარებული მოვლენებს გამოეხმაურა – გუნდი სოლიდარობას უცხადებს ეროვნულ ნაკრებსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.

 

„გვსურს, ჩვენი მხარდაჭერა დავაფიქსიროთ ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერი სპორტული საკითხის, დაპირისპირებით ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გზით მოგვარებას. „ტორპედო“ კიდევ ერთხელ აღიარებს იმ დიდ ძალისხმევასა და საქმეს, რასაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, მთავრობის მხარდაჭერით, ახორციელებს მომავალი თაობის, საკლუბო ფეხბურთის, მათ შორის ,,ტორპედოს” მხარდაჭერისთვისა და რეგიონალური ფეხბურთის განვითარებისთვის“, – წერია ქუთაისური კლუბის განცხადებაში.

 

„ტორპედოს“ განცხადებაში არის მოწოდება, რომ სპორტული დისკუსია არ უნდა გადაიზარდოს დაპირისპირებაში:

 

„რადგან ფეხბურთი კი არ ყოფს, არამედ აერთიანებს საზოგადოებას, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეროვნულ ინტერესებს ეხება. ჩვენ უნდა ვამაყობდეთ ფეხბურთელებითა და მენეჯერებით, ამ უმნიშვნელოვანესი გზის გავლისთვის.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ნამდვილად არ იმსახურებს ამ ფორმით თავდასხმას. ჩვენი ემოციები და გულისტკივილი სჯობს ყოველთვის შემოიფარგლებოდეს კონსტრუქციული კრიტიკით. დარწმუნებულები ვართ, ყველამ ბევრი რამ ვისწავლეთ ამ სამწუხარო მარცხის შემდეგ და გულწრფელად გვჯერა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აუცილებლად მოძებნის სწორ მიმართულებას ჩვენი სათაყვანო ნაკრების წარმატებისთვის. „ტორპედო“ ყოველთვის იდგება ფეხბურთის, ერთიანობის მხარეს და გაემიჯნება საზოგადოების რაიმე ფორმით დაპირისპირებას“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი