logo_geo
ტოჩინოშინმა მე-5 გამარჯვება მოიპოვა
- +

15 ნოემბერი. 2020. 14:01

 

 

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა შემოდგომის სუპერტურნირზე მე-5 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

 

ტოჩინოშინი, რომელიც ნოემბრის ბაშოს აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, დღეს დასავლეთის მე-10 მაეგაშირა მეისეის შეხვდა და ჰატაკიკომით სძლია.

 

33 წლის ქართველმა სეკიტორმა 25 წლის იაპონელს წონასწორობა დააკარგვინა და დოჰიოზე დაანარცხა.

 

ამ დროისათვის, ტოჩინოშინის მაჩვენებელი 5 მოგება და 3 მარცხია და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი 7 შეხვედრიდან მხოლოდ სამის მოგება სჭირდება.

 

ქართველი სუმოისტი მომდევნო ორთაბრძოლას აღმოსავლეთის მე-10 მაეჰაშირა რიუდენთან ჩაატარებს, რომელთან ურთიერშეხვედრებშიც თანაბარი ბალანსი (2 მოგება, 2 მარცხი) აქვს

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი