logo_geo
ტონი კროოსი: ფეხბურთელები FIFA-სა და UEFA-ს მარიონეტები არიან
- +

15 ნოემბერი. 2020. 16:26

 

 

გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა გააკრიტიკა UEFA და FIFA ტოპ-გუნდებისთვის ძალიან გადატვირთული გრაფიკის გამო.

 

„ამ სიტუაციაში მოთამაშეები – მხოლოდ FIFA-სა და UEFA-ს მარიონეტები არიან. იგონებენ ახალ ტურნირებს, მაგრამ ჩვენ არაფერს გვეკითხებიან.

 

რომ არსებობდეს ფეხბურთელთა პროფკავშირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, ჩვენ არ ვითამაშებდით ერთა ლიგაზე, არ ჩავატარებდით ესპანეთის სუპერთასის მატჩებს საუდის არაბეთში და არ მოვემზადებოდით კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის 20 გუნდამდე გაზრდისთვის.

 

მთელი ეს სისტემა მიმართულია იმისკენ, რომ ყველა რესურსი გამოვწუროთ ტურნირებიდან, მოთამაშეები კი ფიზიკურ ზღვრამდე მივიყვანოთ. ევროპული სუპერლიგა? ხანდახან უმჯობესია, ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის“, – განაცხადა კროოსმა AP-სთვის მიცემულ კომენტარში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი