logo_geo
ხვიჩა კვარაცხელია: ჩემი შემოსავალი არასოდეს ყოფილა მხოლოდ ჩემი, ის ყოველთვის ეკუთვნოდა ოჯახსაც
- +

16 ნოემბერი. 2020. 01:47

 

 

როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა ხვიჩა კვარაცხელიაზე მინი-ფილმი გადაიღო.

 

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში ქართველი თავის მშობლებზე საუბრობს. გთავაზობთ მცირე ამონარიდს.

 

- მე ვიცი, რომ ახალგაზრდა მოთამაშეების დიდი ნაწილი მთელ თავიანთ ხელფასს მშობლებს აძლევენ, შენ შემთხვევაში როგორაა?

 

-ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი შემოსავალი არასოდეს ყოფილა მხოლოდ ჩემი. ის ყოველთვის ეკუთვნოდა ოჯახსაც, რადგან მათ ძალიან ბევრი რამ გააკეთეს საიმისოდ, რომ დღეს მე აქ ვყოფილიყავი. ჩვენ ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარეთ საქართველოში. ძალიან რთული დრო იყო... არ მინდა ყველაფრის მოყოლა...

 

-მძიმე დრო შენი ოჯახისთვის?

 

-კი, ისინი ძალიან მეხმარებოდნენ. ამიტომ როდესაც რამეს გამოვიმუშავებ ეს მშობლებისთვისაა.

 

-როდის მოგცემენ უფლებას ნამდვილი ფერარი გიყიდონ?

 

-ნუ, არ ვიცი... იცი ახლა ამის დრო არ  არის. თუ კარგ ფეხბურთს ვითამაშებ, ღმერთმა ქნას ესეც გამოვიდეს.

 

 

წყარო:https://realmania.ge/news/

 

 

big_banner
არქივი