logo_geo
რუსეთის საფეხბურთო ნაკრები სერბებთან გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა
- +

19 ნოემბერი. 2020. 11:27

 

 

რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მატჩში გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა. ჩერჩესოვის შეგირდებმა სერბეთთან შეხვედრაში 5 უპასუხო ბურთი გაუშვეს. ასეთი დიდი ანგარიშით რუსებს 2004 წლის შემდეგ არ წაუგიათ.

 

16 წლის წინ მათი ნაკრები პორტუგალიამ 7:1 დაამარცხა. სერბეთთან შეხვედრაში რუსეთის ეროვნულ ნაკრებ მოსკოვის „სპარტაკის“ მცველი გიორგი ჯიქია კაპიტნობდა, რომელმაც გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი