logo_geo
იგორ ანგელოვსკი: სომხეთი უკეთესი არ იყო, უაზრო გოლი გავუშვით
- +

19 ნოემბერი. 2020. 11:46

 

 

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი იმედგაცრუებულია – მისმა გუნდმა უეფა-ს ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფში ბოლო ტურის მატჩი სომხეთთან ჩააგდო და შედეგად, გუნდი მომავალ სეზონში იმავე დივიზიონში დარჩება.

 

ანგელოვსკის თქმით, მეტოქე უკეთესი არ იყო და მხოლოდ უაზრო გოლის წყალობით დამარცხდნენ.

 

„პირველი ტაიმი ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ და უპირატესობა უნდა გვქონოდა. მეორე ტაიმში უაზრო გოლი გავუშვით, რომელმაც საბოლოოდ გამარჯვებული განსაზღვრა. სომხეთი არ იყო უკეთესი, მაგრამ ეს უდიდესი წარმატებაა სომხეთისთვის, განსაკუთრებით მათთვის რთულ პერიოდში“, – განაცხადა ანგელოვსკიმ პრესკონფერენციაზე.

 

ცნობილი გახდა, რომ იგორ ანგელოვსკის ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება სომხეთთან ნიქოზიაში ჩატარებული მატჩის შემდეგ დაუსრულდა, მაგრამ თანამშრომლობა გაგრძელდება – ანგელოვსკი ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე უხელმძღვანელებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი