logo_geo
მოჰამედ სალაჰს სამი მატჩის გამოტოვება ემუქრება
- +

19 ნოემბერი. 2020. 15:03

 

 

„ლივერპულის“ ფორვარდის მოჰამედ სალაჰის მეორე ტესტმა კორონავირუსზე ისევ დადებითი შედეგი აჩვენა.

 

ახლა, ეგვიპტელ ფეხბურთელს კიდევ ერთი კვირის გატარება მოუწევს სამშობლოში, რადგან პრემიერლიგის მიერ დაწესებული სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, ნებისმიერმა ფეხბურთელმა 10-დღიანი იზოლაცია უნდა გაიაროს, სანამ შეძლებს ინგლისში დაბრუნებას ან თავის გუნდთან ერთად ვარჯიშს.

 

ასე რომ, სალაჰი მხოლოდ 28 ნოემბერს მოახერხებს ლივერპულში დაბრუნებას, შესაბამისად, ის გამოტოვებს სამ შეხვედრას – „ლესტერთან“, „ატალანტასთან“ და „ბრაიტონთან“. ეგვიპტელის მოედანზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 1 დეკემბერს, როცა „ლივერპული“ შეხვდება „აიაქსს“ ჩემპიონთა ლიგაზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი