logo_geo
„არსენალის“ ვარჯიშზე დავიდ ლუიშმა და სებალიოსმა იჩხუბეს
- +

20 ნოემბერი. 2020. 11:13

 

 

სანაკრებო პაუზის დროს, ლონდონის „არსენალის“ ერთ-ერთ ვარჯიშზე ინციდენტი მოხდა მცველ დავიდ ლუიშსა და ნახევარმცველ დანი სებალიოსს შორის.

 

გამოცემა „The Athletic“-ის ინფორმაციით, საწვრთნელი მატჩის დასრულების შემდეგ, ბრაზილიელმა ესპანელს სახეში გაარტყა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ლუიში სებალიოსზე გაბრაზდა ერთ-ერთ ეპიზოდში მისი მხრიდან უხეშობის გამო.

 

დავიდ ლუიშის დარტყმის შემდეგ, სებალიოსი დაეცა, თუმცა, იქვე სცადა პასუხის გაცემა, მაგრამ თანაგუნდელებმა და მწვრთნელებმა არ დაუშვეს ჩხუბის გაგრძელება.

 

ფეხბურთელები შინ გაუშვეს, მეორე დღეს კი „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ გუნდი გასახდელში შეკრიბა. ლუიშმა და სებალიოსმა ბოდიში მოიხადეს თანაგუნდელების წინაშე, შემდეგ კი სიტუაცია პირისპირ განიხილეს. იტყობინებიან, რომ ვარჯიშმა ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩაიარა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი