logo_geo
გიორგი პაპუნაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

22 ნოემბერი. 2020. 12:18

 

 

 

სარაგოსას „რეალის“ ფეხბურთელს გიორგი პაპუნაშვილს საქართველოს ნაკრებში ყოფნის შემდეგ PCR-ტესტის შედეგმა დადებითი პასუხი დაუფიქსირა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

 

ქართველ ფეხბურთელს PCR-ტესტირება მანამ ჩაუტარდა, სანამ ის გუნდს შეუერთდებოდა და საერთო ჯგუფში ვარჯიშს განაახლებდა. ეს იმის გამო მოხდა, რომ პაპუნაშვილი ნოემბერში საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდა.

 

სარაგოსას „რეალის“ ცნობის თანახმად, ფეხბურთელს არანაირი სიმპტომი არ აქვს და იზოლირებულია საკუთარ სახლში, როგორც ეს ესპანეთის მთავრობისა და არაგონის რეგიონის ჯანმრთელობის პროტოკოლითაა გათვალისწინებული.

 

კლუბის სამედიცინო სამსახური მოთამაშეზე დაკვირვებას გააგრძელებს. გუნდში უხარიათ, რომ მისი მდგომარეობა გავლენას არ მოახდენს გუნდის დანარჩენ წევრებზე, ვინაიდან 9 ნოემბერს საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მისი წასვლის შემდეგ სარაგოსული კლუბის წევრებთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი