logo_geo
კეტლინ ჩუკაგიანმა სინტია კალვილიო დაამარცხა - აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო ქარდის ყველა შედეგი
- +

22 ნოემბერი. 2020. 13:45

 

 

ლას ვეგასში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი შედგა (UFC 255). ღონისძიებაზე ორი სატიტული ბრძოლა ჩატარდა. დეივესონ ფიგუეირედომ ალექს პერეზი დაამარცხა და ტიტული პირველად დაიცვა. ვალენტინა შევჩენკომ კი მორიგი გამარჯვება ჯენიფერ მაიას დამარცხებით მოიპოვა.

 

UFC 255-ის სხვა ბრძოლების შედეგები

 

ტიმ მინსმა მაიკ პერის მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით სძლია (30-27, 29-28 და 29-28)

 

კეტლინ ჩუკაგიანმა ჯესიკა ანდრაჟთან დამარცხების შემდეგ გამარჯვების გემო სინტია კალვილიასთან გაიხსენა. სომეხმა სპორტსმენმა მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით მოიგო (30-27, 30-27 და 30-27)

 

პოლ კრეიგმა მაურისიო რუა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა

 

ბრენდონ მორენომ ასევე ტექნიკური ნოკაუტით მოუგო ბრენდონ როივალს

 

ჟოაკინ ბაკლიმ ჯორდან ვრაიტთან მორიგი ეფექტური ნოკაუტი შემოგვთავაზა

 

ანტონინა შევჩენკომ არიან ლიპსკის ტექნიკუტი ნოკაუტით სძლია

 

ნიკოლას დელბიმ დენიელ როდრიგესზე უკეთ გამართა ბრძოლა და მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით მოიგო

 

ალან ჟუბანმა ჯარედ გუდენთან ასევე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა (30-27, 30-27 და 30-27)

 

კაელ დაუკაუსი დასტინ სტოლცფუსზე უკეთ იასპარეზა (30-27, 30-27 და 30-26)

 

საშა პალატნიკოვმა ლუის კოსჩეს ტექნიკური ნოკაუტით მოუგო

წყარო : wyaro
big_banner
არქივი