ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020-21 წლების სეზონი სტარტს 22 დეკემბერს აიღებს. მანამდე კი გუნდებში საკადრო ცვლილებებია. ლიგაში უკვე განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი სატრანსფერო სვლა. კრის პოლი მომავალი სეზონიდან „ფინიქსის“ ღირსებას დაიცავს. დენის შროდერი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ გადავიდა. მოქმედი ჩემპიონის გუნდის წევრი გახდა ასევე მონტრეზლ ჰარელი.
„The Athletic“-ის ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ სერჟ იბაკამ ლოს ანჯელეს „კლიპერსთან“ მოილაპარაკა. ეს ლოგიკური სვლაა, რადგან „კლიპერსმა“ დაკარგა მონტრეზლ ჰარელი და მაღალი კალათბურთელის შეძენა გუნდისთვის აუცილებელი იყო.