logo_geo
რონდო „ატლანტას“ კალათბურთელია
- +

22 ნოემბერი. 2020. 18:42

 

 

„ატლანტა“ უკვე რამოდენიმე სეზონია ცდილობს, რომ ჩამოაყალიბოს ისეთი კოლექტივი, რომელიც პლეი ოფის საგზურისთვის შეძლებს ბრძოლას. „ჰოუქსის“ ხელმძღვანელობა ახალი სეზონის დაწყებამდე სავარაუდოდ საფუძვლიან საკადრო ცვლილებებს განახორციელებს. პირველი ნაბიჯი გუნდმა უკვე გადადგა. „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ვეტერანი გამთამაშებელი რაჟონ რონდო „ატლანტას“ მოელაპარაკა და ახალ გუნდთან 2 წლიანი, $15 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

ტრაეი იანგისა და რონდოს ხილვა ერთ გუნდში საინტერესო იქნება. რონდომ გასულ სეზონში „ლეიკერსთან“ ერთად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რეგულარულში ის მატჩში საშუალოდ 7.1 ქულასა და 5 პასს აგროვებდა. მოედანზე კი 20.5 წუთს ატარებდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი