logo_geo
საქართველოს ქალთა ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევის მატჩებისთვის ემზადება
- +

23 ნოემბერი. 2020. 10:52

 

 

26 ნოემბერს, ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები მალტას დაუპირისპირდება, 1 დეკემბერს კი – ბოსნია-ჰერცეგოვინას. გუნდი დასკვნით შეხვედრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.

 

საქართველოს ქალთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში დანიის, იტალიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისრაელისა და მალტის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ერთი კვირაა, რაც გუნდი წლის ბოლო მატჩებისთვის „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ ემზადება. ​უახლოესი მატჩებისთვის მოსამზადებლად ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან ბაჯელიძემ 26 ფეხბურთელი გამოიძახა.

 

​საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

 

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (გორი იუნაიტედი), თეკლე გულორდავა (კვარტალი, თბილისი)

 

მცველები: ნინო სუთიძე, გვანცა ქადაგიშვილი, ანა ჯოჯუა, მეგი ეჯიბია, ანი ძაძუა (ყველა – კვარტალი, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათია სხირტლაძე (ნიკე, თბილისი)

 

ნახევარმცველები: ანასტასია ბოლქვაძე, თეონა ბაქრაძე, ნათია დანელია (ორივე – კვარტალი, თბილისი), თამთა შენგელია (მართვე, ქუთაისი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ტატა მატვეევა (ნიკე, თბილისი), ანა კულდონაშვილი (დინამო, სოხუმი), თამარ ეპიტაშვილი (გორი იუნაიტედი), ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა)

 

თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე, ლიზი მწყერაშვილი, მაიკო ბებია (სამივე – ნიკე, თბილისი), ხატია ჭყონია, ნათელა წოწერია (ორივე – ლანჩხუთი)

 

​​საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი:

 

26 ნოემბერი, 15:00

 

საქართველო – მალტა

 

„მიხეილ მესხი“

 

1 დეკემბერი, 15:00

 

საქართველო – ბოსნია და ჰერცეგოვინა

 

​„მიხეილ მესხი“

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი