ATP-ს შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული დანილ მედვედევი გახდა. ფინალურ შეხვედრაში რუსმა ჩოგბურთელმა ავსტრიელი მეტოქე დომინიკ ტიმი ანგარიშით 4:6, 7:6(2), 6:4 დაამარცხა.
შეხვედრა 2 საათსა და 43 წუთს გაგრძელდა. მანამდე მედვედევმა ტურნირიდან ლეგენდარული რაფაელ ნადალი გამოთიშა.