logo_geo
ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ , ლოკომოტივის სტადიონზე „როსენგარდს“ დაუპირისპირდება
- +

28 ნოემბერი. 2020. 11:14

 

 

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის პირველ შეხვედრას შვედეთის „როსენგარდის“ წინააღმდეგ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე გამართავს. ინფორმაციას კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

ლანჩხუთში უეფას სტანდარტის შესაბამისი მოედნის არარსებობის გამო, გიორგი ჩხაიძის გუნდს ორი არჩევანი ჰქონდა - ვაკის სტადიონი, ან ბათუმის ახალი არენა.

 

გუნდის ხელმძღვანელობამ სფფ-სთან ერთად, საბოლოოდ არჩევანი დედაქალაქზე შეაჩერა.

 

„ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩი ქსკ „ლანჩხუთსა“ და ქსკ „როსენგარდს“ შორის, 9 დეკემბერს თბილისში „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე მაყურებლის გარეშე გაიმართება და 14 საათზე დაიწყება“, - წერს ლანჩხუთის გვერდი.

 

მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელი ორმატჩიან დაპირისპირებაში გაირკვევა.

 

 

big_banner
არქივი