logo_geo
ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენში“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდი გაიმეორა
- +

29 ნოემბერი. 2020. 12:12

 

 

ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენში“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდი გაიმეორა.

 

აქამდე მხოლოდ შვედი იყო ის ფეხბურთელი, რომელსაც ლიგა 1-ში 50 გოლის გასატანად ყველაზე ცოტა, 59 შეხვედრის გამართვა დასჭირდა. გუშინ კი, ნეიმარმა ჩემპიონატში 50-ე ბურთი თავის 58-ე მატჩში გაიტანა.

 

მთლიანად ლიგა 1-ის რეკორდს რაც შეეხება, ის „მარსელის“ ლეგენდებს, იოსიპ სკობლარსა და გუნარ ანდერსონს ეკუთვნით - მათ ეს შედეგი 53 შეხვედრაში აჩვენეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი