logo_geo
ლევანდოვსკიმ სათამაშო „ოქროს ბურთი“ მიიღო
- +

29 ნოემბერი. 2020. 14:41

 

 

„ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი უცნაური პრიზის მფლობელი გახდა.

 

პოლონელმა ფეხბურთელმა მიიღო „ოქროს ბურთი“, რომელიც „Lego“-ს კონსტრუქტორისგან არის აწყობილი. აღნიშნავენ, რომ პრიზი მას პოლონელმა რეპერმა Quebonafide-მა აჩუქა.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში გამოცემა „ფრანს ფუტბოლმა“ მიიღო გადაწყვეტილება – არ გაათამაშოს „ოქროს ბურთი“ 2020 წელს. ასეთი გადაწყვეტილება ფრანგებმა კორონავირუსის პანდემიით ახსნეს, აგრეთვე მიზეზად დაასახელეს გამარჯვებულის გამოვლენისას ობიექტურობის დეფიციტი.

 

აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკი ამ პრიზის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი