logo_geo
ენტონი სმიტმა დევინ კლარკი პირველივე რაუნდში დაამარცხა
- +

29 ნოემბერი. 2020. 16:02

 

 

ლას-ვეგასში UFC-ის მორიგი ქარდი შედგა. VEGAS 15-მა მთავარი ბრძოლა ღონისძიებამდე 1 დღით ადრე დაკარგა. კიურტის ბლეიდსს კორონავირუსი დაუდგინდა და მისი დაპირისპირება დერიკ ლიუსთან გადაიდო.

 

ორგანიზაციამ ქარდის მთავარი ბრძოლა ენტონი სმიტსა და დევინ კლარკს შორის გამართა. ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის რეიტინგის მეექვსე მებრძოლმა რამდენიმე მარცხის შემდეგ მოგების გემო გაიხსენა. სმიტმა მეტოქე პირველივე რაუნდში მტკივნეული ილეთით (triangle choke) დაამარცხა.

 

UFC Vegas 15-ის სხვა ბრძოლების შედეგები:

 

მიგელ ბაეზამ ტაკაში სატო მტკივნეული ილეთით (arm-triangle) დაამარცხა

 

პარკერ პორტერმა ჯოშ პარისიანს მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით მოუგო

 

ბილ ალჯეომ სპაიკ კარლაელს ასევე მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით სძლია

 

ნორმა დუმონმა ეშლი ევანს-სმიტი დამაჯერებლად დაამარცხა

 

ჯონატან პეარსემ კაი კამაკა ტექნიკუტი ნოკაუტით დაამარცხა

 

ანდერსონ დოს სანტოსმა ეფექტური მტკივნეული ილეთით მოუგო მარტინ დეის

 

ჯინა მაზანიმ ტექნიკუტი ნოკაუტით სძლია რაქელ ოსტოვიჩს

 

სუ მუდაერჯიმ ნოკაუტით მოუგო მალკოლმ გორდონს

 

ნეიტ მანესმა მომგუდავი ილეთით დაამარცხა ლიუკ სანდერსი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი