logo_geo
ოთარ კიტეიშვილი დაბრუნდა და „შტურმში“ ითამაშა
- +

30 ნოემბერი. 2020. 11:42

 

 

ოთარ კიტეიშვილი მოედანს საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გრაცის „შტურმში“ ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურში გამოჩნდა – მისმა გუნდმა „სვაროვსკი ტიროლი“ მიიღო და 1:0 დაამარცხა.

 

ოთარ კიტეიშვილი „შტურმს“ ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა – 24 ნოემბერს ინსბრუკის „ვაკერთან“ ავსტრიის თასის მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „სვაროვსკი ტიროლთან“ კი ქართველი ნახევარმცველი მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა.

 

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ქართველი ნახევარმცველი 14 ოქტომბერს სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მე-7 წუთზე დაშავდა და მოედანი იძულებით დატოვა.

 

კიტეიშვილს მძიმე ტრავმა აღმოაჩნდა, მაგრამ მოსალოდნელზე მალე მომჯობინდა. თუმცა, ამ პერიოდში მან კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გამოტოვა – 12 ნოემბერს, ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი