logo_geo
დომინიკ ტიმმა საკუთარი საფეხბურთო კლუბი დააარსა
- +

30 ნოემბერი. 2020. 15:12

 

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი საფეხბურთო კლუბის მფლობელი გახდა. კერძოდ, ჩოგბურთელმა საკუთარი გუნდი ჩამოაყალიბა – მას „მატცენდორფი“ ჰქვია და ის სამოყვარულო სტატუსით სარგებლობს.

 

გუნდი შედგება ტიმის მეგობრებისგან და ახლობლებისგან, რომლებიც რეგულარულად იკრიბებიან მატჩების ჩასატარებლად და სხვადასხვა საქველმოქმედო ორაგნიზაციის მხარდასაჭერად.

 

როგორც აღნიშნავენ, დომინიკ ტიმი ლონდონის „ჩელსის“ გულშემატკივარია.

 

2020 წელს, ავსტრიელმა თავის კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა – მოიგო აშშ-ის ღია პირველობა და ითამაშა ავსტრალიის ღიასა და წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი