logo_geo
პრესკონფერენციაზე ქეცბაია ატირდა - „მისაბაძმა ფეხბურთელმა დაგვტოვა"
- +

2 დეკემბერი. 2020. 19:50

 

 

 

მოგეხსნებათ, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

დღევანდელ პრესკონსფერენციაზე კი საუბარი "ანორთოსისის" თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ამ თემაზე დაიწყო და ცრემლები ვერ შეიკავა.

 

"ვუსამძიმრებ მარადონას ოჯახს, რომელმაც ასე მალე დაგვტოვა. ყველას ყურადღება სწორედ ამ თემისკენაა მიმართული.

 

მარადონა იყო მისაბაძი ფეხბურთელი ყველა თაობის ადამიანისთვის, მათ შორის ჩემთვისაც და ვცდილობდი, მისგან მესწავლა.

 

კიდევ უფრო ცუდია, რომ მარადონა ამ პანდემიის დროს გარდაიცვალა, რადგან ხალხი მის მიმართ ისეთ სითბოს ვერ გამოხატავს, როგორც საჭიროა", - თქვა ქეცბაიამ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი