logo_geo
ლუის ვენტურა: დიეგო ღარიბი გარდაიცვალა, მისი ქონება მისმა ახლობლებმა მოიპარეს...
- +

2 დეკემბერი. 2020. 22:17

 

 

 

 

ჟურნალისტ ლუის ვენტურას დიეგო მარადონასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ისინი ოჯახებით მეგობრობდნენ.

 

ვენტურას თქმით მარადონა სიღარიბეში გარდაიცვალა. მას ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

 

„მისი საბანკო ანგარიშიდან აღარაფერი დარჩა. დიეგო ღარიბი გარდაიცვალა. მარადონას ქონება მისმა ახლობლებმა მოიპარეს, დანარჩენი კი თავად დაარიგა. ყველა მათგანი მას მხოლოდ იმას თხოვდა, რომ მათთვის რაღაც მიეცა.

 

ის ცხოვრობდა და იყო ძალიან გულუხვი. თუ გსურთ, რომ გაიგოთ სად წავიდა დიეგოს ფული, მაშინ გაესაუბრეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მის ირგვლივ იყვნენ.

 

დიეგოს ჯიბეში 100 ევროზე მეტი არასდროს ჰქონდა.

 

მეშინია, რომ ძალიან ემოციური არ ვიყო. მამაჩემი მებრძოლი იყო და გარდაცვალების წინ მითხრა - „უფლება მომეცი წავიდე“. დიეგომაც ზუსტად ასე მითხრა - „უფლება მომეცი წავიდე“... „აღარ მინდა მეტად დავიტანჯო, აღარ მინდა დეპრესიაში ჩავვარდე“. ვფიქრობ, ის დანებდა. მეამბოხემ დაცვა შეასუსტა“, - თქვა ვენტურამ აცრემლებული თვალებით“.

 

როგორც ვენტურამ აღნიშნა, მარადონა ბოლო წლებში ხელფასზე ცხოვრობდა, რომელსაც „ხიმნასიას“ მწვრთნელის რანგში იღებდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი