logo_geo
ოფიციალურად - უმცროსი შუმახერი „ფორმულა 1“-ში კარიერას იწყებს
- +

3 დეკემბერი. 2020. 11:56

 

 

გერმანელმა პილოტმა მიკ შუმახერმა კონტრაქტი გააფორმა „ფორმულა 1“-ის ამერიკულ საჯინიბო „ჰაასთან“. ამ უკანასკნელმა გამოაცხადა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ვაჟთან მრავალწლიანი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

 

მიმდინარე სეზონში მიკი „ფორმულა 2“-ში გამოდის და 2020 წლის ჩემპიონატის ლიდერია. უმცროსი შუმახერი ასევე „ფორმულა 3“-ის ჩემპიონი იყო 2018 წელს.

 

უკვე ცნობილია, 2021 წელს „ჰაასის“ მეორე პილოტიც დებიუტანტი იქნება – რუსი ნიკიტა მაზეპინი.

 

„მომავალ სეზონში „ფორმულა 1“-ში მოხვედრის პერსპექტივა დაუჯერებლად ბედნიერს მხდის. უბრალოდ, სიტყვები არ მყოფნის. მინდა მადლობა გადავუხადო „ჰაასს“, „ფერარისა“ და ამ გუნდის სარბოლო აკადემიას ნდობისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ჩემს მშობლებს, რადგან ყველაფერს მათ უნდა ვუმადლოდე. ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს ოცნება ამისრულდებოდა“, – განაცხადა მიკ შუმახერმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი