logo_geo
„ფორმულა 1“-ის მრბოლელი რომან გროსჟანი საავადმყოფოდან გაწერეს
- +

3 დეკემბერი. 2020. 17:50

 

 

ბაჰრეინის გრან პრის დროს დაშავებული „ფორმულა 1“-ის მრბოლელი რომან გროსჟანი საავადმყოფოდან გაწერეს.

 

ფრანგმა პილოტმა დანილ კვიატის მანქანასთან მცირე შეჯახების შემდეგ საჭე ვერ დაიმორჩილა და დამცავ ჯებირს მაღალი სისწრაფით დაეჯახა, რის შედეგადაც მის მანქანას ცეცხლი წაეკიდა. გროსჟანმა როგორღაც მოახერხა ავტომობილის დატოვება. მას ხელებსა და ტერფებზე მსუბუქი დამწვრობა აღენიშნება, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს და რეაბილიტაციას სახლის პირობებში განაგრძობს.

 

2020 წლის სეზონის ბოლო ორ რბოლაზე მას პიეტრო ფიტიპალდი შეცვლის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი