logo_geo
გიორგი ცეცაძე ნაკრებში უცხოელის დანიშვნას არ ემხრობა
- +

4 დეკემბერი. 2020. 13:46

 

 

გიორგი ცეცაძე, რომელმაც ერთი თვის წინ უკრაინის პრემიერლიგის „ლვოვი“ დატოვა, საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრებში ქართველი მწვრთნელის დანიშვნას ემხრობა.

 

„უფრო მისაღები ვარიანტი ქართველის დანიშვნაა და ამას თავისი ახსნა აქვს. უცხოელებისგან ბევრ კარგს ვსწავლობთ, მაგრამ ნაკრებში არის პოტენციალი, რომლის გამოჩენას და გამოღვიძებას ქართველი მწვრთნელი უფრო შეძლებს, რომელმაც იცის, ამ ბიჭებს რა სტკივათ, რა უხარიათ და როგორ შეუძლიათ მიზანს მიაღწიონ“, – ამბობს გიორგი ცეცაძე.

 

საქართველოს 21წლამდე ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის თქმით, ამ მოსაზრებას ქართული ფეხბურთის აქამდე არსებული წარმატებები ადასტურებს.

 

„1964 წელს „დინამომ“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მიხეილ იაკუშინისა და გავრილ კაჩალინის ხელმძღვანელობით მოიპოვა. მაგრამ მერე სულ ქართველები არ გვყავდა? 1978 წელს „დინამო“ ჩემპიონი ნოდარ ახალკაცის მწვრთნელობით გახდა. 1981 წლის 13 მაისს თასების თასის მოპოვებაც მისი დამსახურება იყო! დამოუკიდებლობის წლებშიც იგივე ხდებოდა. 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ და სამეულში მოხვდნენ – ეს ქართველი მწვრთნელის დამსახურება იყო. 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებიც ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მწვრთნელებმა გავიყვანეთ“, – აცხადებს ცეცაძე.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი