logo_geo
მაიკლ დიქსონი საქართველოს სუპერლიგის „ტიტებში“ ითამაშებს
- +

4 დეკემბერი. 2020. 15:35

 

 

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მაიკლ დიქსონი, სუპერლიგის პირველი წრის ბოლომდე საკალათბურთო კლუბ „ტიტებში“ ითამაშებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

პირველი წრის დასრულებამდე „ტიტები“ სუპერლიგაში შვიდ შეხვედრას გამართავს (ორი – გამოტოვებული, ხუთი – კალენდარული). ​შეგახსენებთ, რომ ამ გუნდს სეზონის დასაწყისში სათავეში ჩაუდგა მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც 2016-17 წლებში საქართველოს ნაკრებში სწორედ დიქსონის გვერდით თამაშობდა.

 

„მაიკლი, კარიერის გაგრძელებას ჩინეთის ჩემპიონატში აპირებს, მანამდე კი ჩვენ გუნდში ივარჯიშებს და ითამაშებს. ტიტებში“ ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელია, მისი დონის მოთამაშესთან ვარჯიშში, ისინი კიდევ უფრო გაიზრდებიან და განვითარდებიან“, – აღნიშნა გუნდის გენერალურმა მენეჯერმა გიორგი ჯაფარიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი