logo_geo
ალესანდრო დელ პიერომ, კრისტიან ვიერიმ და დანიელე დე როსიმ მწვრთნელობა დაიწყეს
- +

5 დეკემბერი. 2020. 14:16

 

 

იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავებმა ალესანდრო დელ პიერომ, კრისტიან ვიერიმ და დანიელე დე როსიმ მწვრთნელობა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ალესანდრო ალჩატომ გაავრცელა.

 

სამივე მათგანმა საბუთები ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბაზა „კოვერჩიანოზე“ შეიტანა, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი. თავის დროზე სწორედ აქ სწავლობდნენ და სამწვრთნელო ლიცენზია აიღეს მარჩელო ლიპიმ, ფაბიო კაპელომ და სხვა ცნობილმა სპეციალისტებმა.

 

დე როსიმ კარიერა 2020 წლის იანვარში „ბოკა ხუნიორსში“ დაასრულა, დელ პიერომ ფეხბურთს თავი 2015 წელს დაანება, ვიერიმ კი ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ადრე, 2009 წელს მიიღო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი