logo_geo
ლევან მაისაშვილი: ფიჯისთან მოგების რეალური შანსი იყო
- +

6 დეკემბერი. 2020. 11:32

 

 

 

„ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ფიჯისთან მატჩის (24:38) შემდეგ უკმაყოფილო იყო, თუმცა მიიჩნევს, რომ „შემოდგომის ერთა თასზე“ მონაწილეობით გუნდმა უდიდესი წინსვლა განიცადა:

 

„პირველივე წუთებიდან თვითონ მოვიქციეთ წნეხში თავი და მისგან ვეღარ გამოვედით. პირველ შერკინებაზე იყო მსაჯის გაუგებარი გადაწყვეტილება, რამაც საქმე კიდევ უფრო გაგვირთულა. დაგეგმილი გვქონდა, რომ ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაგვეტანა და იქ გვეთამაშა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ფიჯი ის გუნდია, რომელიც წუთიერ მოდუნებასაც არ გპატიობს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეხვედრა დავთმეთ, თამაშიდან თამაშამდე უკეთეს რაგბს ვთამაშობდით, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და ახლა სულ სხვა გუნდი ვართ, ვიდრე ტურნირის დაწყებამდე ვიყავით. ამ პერიოდში ვიმუშავეთ ბევრ ისეთ დეტალზე, რისი საშუალებაც აქამდე არასდროს გვქონდა. ფიჯისთან მოგების რეალური შანსი იყო, მაგრამ გამოცდილებისა და ზოგიერთ პოზიციებზე სიღრმეების არქონის პირობებში, ამის გაკეთება ძალიან რთულია.

 

გუნდში მრავლად ითამაშეს ახალგაზრდებმა, რომელთაც დიდი ხანია, 20-წლამდელთა ნაკრებიდან ვაკვირდები. მათ უდიდესი შრომა გაწიეს და განსაცვიფრებელი პროგრესი განიცადეს. მათ მოლოდინს გადააჭარბეს და ეს ყოველდღიური რუტინული შრომის შედეგია“.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი