logo_geo
რომან დოლიძემ UFC-ში მეორე გამარჯვება მოიპოვა
- +

6 დეკემბერი. 2020. 11:48

 

ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

 

ის ბრაზილიელი ჯონ ალანს დაუპირისპირდა. დოლიძემ ბრაზილიელი მეტოქე პირველ და მეორე რაუნდში აშკარა უპირატესობით დაჩაგრა, თუმცა მესამე რაუნდში შედარებით სუსტი იყო, რის გამოც მსაჯების გადაწყვეტილება გაიყო, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ქართველ მებრძოლს დარჩა.

 

რომანმა პირველი ბრძოლა UFC-ში რუს ხადის იბრაგიმოვთან ჩაატარა და პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ში ნოკაუტით გაიმარჯვა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი