logo_geo
ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ მეორე გამარჯვება იზეიმა
- +

6 დეკემბერი. 2020. 11:52

 

 

ლას-ვეგასში გამართულ UFC-ს ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ მეორე ბრძოლა ჩაატარა და მეორე გამარჯვება იზეიმა.

 

მისი მეტოქე 32 წლის ამერიკელი დეიმონ ჯექსონი იყო. თოფურიამ ბრძოლა პირველივე რაუნდში დაასრულა, მან მეტოქე პირველი რაუნდის მესამე წუთზე ნოკაუტით დაამარცხა.

 

ილია თოფურიას UFC-ში ჩატარებულ სადებიუტო ბრძოლაში მაროკოელი იუსუფ ზალალი ჰყავდა დამარცხებული. ილიასთან შეხვედრამდე, ზალალის UFC-ში ჩატარებული 3 შეხვედრიდან, სამივე მოგებული ჰქონდა. რაც შეეხება ჯექსონს, მისთვის ილია თოფურია პირველი ქართველი მეტოქე არ ყოფილა. დეიმონმა UFC-ში ლევან მაყაშვილთან იჩხუბა და ბრძოლა ფრედ დასრულდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი