logo_geo
რუსული გამოცემა: კვირკველია „კრასნოდართან“ გასაძევებელი არ იყო
- +

7 დეკემბერი. 2020. 10:52

 

 

რუსეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ვოლგოგრადის „როტორი“ სტუმრად „კრასნოდართან“ დიდი ანგარიშით 0:5 დამარცხდა.

 

„როტორის“ ძირითად შემადგენლობაში იყო საბა კვირკველია, რომლის გამო სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა – მე-40 წუთზე საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, მასპინძლებმა კი პენალტის შესრულების უფლება გამოიყენეს და ანგარიში 2:0 გახდა.

 

ამ ეპიზოდმა კამათი გამოიწვია და ბევრი ამტკიცებდა, რომ ქართველი ფეხბურთელი გასაძევებელი იყო. თუმცა, გამოცემა „სპორტ-ექსპრესის“ მტკიცებით, ამ ეპიზოდში მთავარი არბიტრი არ შეცდა და კვირკველია მოედნიდან სამართლიანად არ გააძევა.

 

„რუსეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში „კრასნოდარსა“ და ვოლგოგრადის „როტორს“ შორის, მე-40 წუთზე, მსაჯმა ალექსეი მატიუნინმა ვიდეოასისტენტების ვასილი კაზარცევისა და დიმიტრი ჩელცოვის ჩარევის შემდეგ, მიიღო სწორი გადაწყვეტილება და სტუმართა კარში პენალტი დანიშნა. საბა კვირკველიამ მარჯვენა ხელით მაგომედ-შაპი სულეიმანოვის დარტყმა მოიგერია. მატიუნინმა ეს ვერ დაინახა და თანაშემწე ვლადიმირ მინევიჩიც ვერ დაეხმარა, მაგრამ არბიტრების შეცდომა ვიდეორეფერმა გამოასწორა. თუმცა, მსაჯმა მცველი მხოლოდ ყვითელი ბარათით გააფრთხილა. იყო თუ არა კვირკველია გასაძევებელი? არა, რადგან კვირკველიამ მეტოქეს გოლის გატანის შესაძლებლობა არ წაართვა – ვოლგოგრადის მეკარე იოსიპ ჩონდრიჩი დარტყმის მოსაგერიებლად მზად იყო“, – წერს „სპორტ-ექსპრესი“.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი