logo_geo
ხოჭოლავამ და „შახტარმა“ „ინტერს“ გაუძლეს - დვალმა ევროსეზონი დაასრულა
- +

10 დეკემბერი. 2020. 11:25

 

 

ჩემპიონთა ლიგაზე მე-6 ტურის მატჩები გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების ორმა მცველმა ითამაშა. ერთის გუნდმა მიზანს მიაღწია, მეორესთვის კი ევროსეზონი დასრულდა.

 

მილანის „ინტერმა“ საშინაო მატჩში დონეცკის „შახტარს“ უმასპინძლა – ევროპის ლიგის ბოლო სეზონის ფინალისტს ევროსეზონის გასახანგრძლივებლად მოგება სჭირდებოდა, მაგრამ ეს ვერ შეძლო და მატჩი 0:0 დასრულდა.

 

დათა ხოჭოლავა დონეცკელებს მცირე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა – 27 წლის მცველი მოედანზე 36-ე წუთზე ტრავმირებული ვიტაოს ნაცვლად შევიდა და დიდი როლი ითამაშა, ბოლო წლების ევროტურნირების ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ გოლი რომ ვერ გაიტანა. საერთაშორისო ანალიტიკურმა გვერდმა „სოპასქორმა“ მას 10-ბალიან სისტემაში საკმაოდ მაღალი შეფასება, 7,2 ქულა დაუწერა.

 

მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ მსგავსად, უკრაინელებმა ჯგუფური ტურნირი 8 ქულით დაასრულეს, მაგრამ მეორეზე გერმანელები გავიდნენ და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებენ, „შახტარი“ და ხოჭოლავა კი ევროპის ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლებენ.

 

ლაშა დვალის „ფერენცვაროში“ კიევში „დინამოს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა. დვალმა შეუცვლელად ითამაშა. ანალიტიკურმა გვერდმა „სოპასქორმა“ მისი თამაში 6,8 ქულით შეაფასა. უნგრეთის ჩემპიონმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და შესაბამისად, „ფერენცვაროშისა“ და 25 წლის ქართველი მცველისთვის ამ მატჩით ევროსეზონი დასრულდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი