logo_geo
დვალიშვილმა კარიერა დაასრულა და ბათუმის „დინამოს“ ახალი სპორტული დირექტორია
- +

12 დეკემბერი. 2020. 13:11

 

 

ლადო დვალიშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ბათუმის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად იმუშავებს – ამის შესახებ გუნდის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ განაცხადა.

 

ზედიზედ მეორედ, ბათუმის „დინამო“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატის დასრულებისთანავე კი გუნდის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „დინამოს“ და საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კარიერა დაასრულა, თუმცა, ბათუმის გუნდში დარჩება და სპორტული დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს.

 

ლადო დვალიშვილი 34 წლისაა. მისი პირველი კლუბი თბილისის „დინამო“ იყო, ბათუმის „დინამოს“ ღირსებას 2005-2006 წლებში, საფეხბურთო კარიერის დასაწყისში და კარიერის ბოლოს იცავდა. მეორედ გუნდში 2019 წლის ზაფხულში ჩაირიცხა.

 

დვალიშვილს სხვადასხვა პერიოდში უთამაშია „სკონტოში“, „ლეგიაში“, „ოდენსეში“, ხაიფას „მაკაბიში“, „საბურთალოში“. საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური ლადომ 41-ჯერ მოირგო და 6 გოლი გაიტანა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი