logo_geo
რაფაელ ნადალმა უნიკალური რეკორდი დაამყარა
- +

12 დეკემბერი. 2020. 20:47

 

 

ესპანელი ჩოგბურთელი რაფელ ნადალი მსოფლიო რეიტინგში ზედიზედ 790 კვირაა ტოპ-ათეულში იმყოფება.

 

ასე რომ, 34 წლის ნადალმა გააუმჯობესა ამერიკელი ჯიმი კონორსის რეკორდი – ეს ჩოგბურთელი ზედიზედ 789 კვირის განმავლობაში არ ვარდებოდა კლასიფიკაციის საუკეთესო ათეულიდან. ამ მაჩვენებლით მესამე ადგილი უკავია შვეიცარიელ როჯერ ფედერერს – 734 კვირა.

 

რაფაელ ნადალი „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონია, ATP-ის დონეზე კი 86 ტურნირი აქვს მოგებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი