logo_geo
პირველად ისტორიაში ქართველი მორაგბე ინგლისის პრემიერშიპში ითამაშებს
- +

16 დეკემბერი. 2020. 18:45

 

 

გიორგი კვესელაძე კარიერას ინგლისის „გლოსტერში“ გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების 23 წლის მორაგბე დეკემბრის ბოლომდე ინგლისში ჩავა და ახალ გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

 

„გლოსტერი“ 147-წლიანი ისტორიის მქონე გუნდია, რომელიც „ჩელენჯ კაპის“ ორგზის ჩემპიონი და ინგლისის პრემიერშიპის ხუთგზის ვიცე-ჩემპიონია. კვესელაძესთვის ახლახან დასრულებული „შემოდგომის ერთა თასი“ გამორჩეული იყო. მან უელსის ნაკრებთან შეხვედრაში ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შეფასება მიიღო, ირლანდიელებთან მის მიერ დადებული ლელო კი ტურნირზე საუკეთესოდ დაასახელეს.

 

კვესელაძე პირველი ქართველი მორაგბეა, რომელიც ინგლისის პრემიერშიპში ითამაშებს.

 

 

big_banner
არქივი