logo_geo
2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა
- +

18 დეკემბერი. 2020. 01:43

 

 

2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა. ფიფას მიერ ჩატარებულ The Best-ის გამოკითხვაში „ბაიერნის“ პოლონელმა ფორვარდმა კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა და ეს პრიზი კარიერაში პირველად მიიღო.

 

ლევანდოვსკიმ გასულ სეზონში მიუნხენის საფეხბურთო გრანდის შემადგენლობაში ყველა საკლუბო ტურნირი მოიგო და როგორც ბუნდესლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

 

ფიფას მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში წლის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი აღიარეს, რომელმაც „ლივერპულს“ პრემიერლიგა მოაგებინა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი