logo_geo
შესაძლოა, „დილაში“ ნემსაძე ჩხეტიანმა შეცვალოს
- +

19 დეკემბერი. 2020. 10:37

 

 

შესაძლოა, უახლოეს პერიოდში გორის „დილა“ კახა ჩხეტიანმა ჩაიბაროს – ინფორმაციას გუნდთან დაახლოებული წყაროებიდან გახდა ცნობილი.

 

ცნობილია, რომ ჩისკო მუნიოსმა „დინამო თბილისი“ მეორედ დატოვა და კარიერას ინგლისში, „უოტფორდში“ გააგრძელებს, თბილისურ გუნდს კი, დიდი ალბათობით, გიორგი ნემსაძე ჩაიბარებს.

 

ნემსაძე გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელი იყო და დასრულებული სეზონი წარმატებით დაასრულა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა ეროვნულ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და ევროთასებს ხუთწლიანი პაუზის შემდეგ პირველად დაუბრუნდა. მაგრამ ნემსაძეს „დილასთან“ კონტრაქტი დაუსრულდა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა არჩევანი გააკეთა.

 

ცნობილი გახდა, რომ გორის „დილამ“ მოლაპარაკება მის შესაძლო შემცვლელთან წამოიწყო, შესაძლო კანდიდატი კახა ჩხეტიანია – ქუთაისის „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისის“ ყოფილი მწვრთნელი, რომელმაც 2020 წლის ზაფხულში თბილისური კლუბი დატოვა.

 

ჩხეტიანმა წარმატებულად იმუშავა ქუთაისის „ტორპედოში“, რომელმაც 2016 წლიდან სამივე ქართული ტიტული მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა. „დილა“ მომავალ სეზონში უეფა-ს ახალ ტურნირზე, კონფერენციის თასზე ითამაშებს და ცხადია, გუნდს კვალიფიციური მწვრთნელი სჭირდება – მაგრამ ვინ შეცვლის გიორგი ნემსაძეს, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

 

 

big_banner
არქივი