logo_geo
თემურ ქეცბაია: ვაჩვენეთ, რომ „ანორთოსისი“ ძალიან კარგი გუნდია
- +

19 დეკემბერი. 2020. 10:47

 

 

თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურში „პაფოსთან“ გამარჯვებას ძალიან კარგი შედეგი უწოდა. ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველმა მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, რომ მისი გუნდი ძალიან კარგია.

 

„ბოლო თამაშებში ათი ქულა დავკარგეთ, მაგრამ ნახევარიც არ უნდა დაგვეკარგა. ჩვენ ისე ვთამაშობდით, რომ მეტი ქულა უნდა მოგვეპოვებინა. დღეს კი მოგებამ გამახარა. გარდა ამისა, რადგან მოგება ძალიან კარგია, დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ძალიან კარგი გუნდი ვართ“, – ამბობს თემურ ქეცბაია.

 

რატომ იმარჯვებს წელს „ანორთოსისი“ მხოლოდ სახლში, გასვლაზე თამაში კი უჭირს? „ანორთოსისის“ ქართველმა მწვრთნელმა ამის მიზეზებზეც ილაპარაკა.

 

„საკუთარ მოედანზე ჩვენ ყოველთვის ძლიერად ვთამაშობთ. გასვლაზეც კარგად გამოვიყურებოდით, სანამ ტრიბუნებზე ხალხის შესვლა შეიძლებოდა. ახლა მათ გარეშე ვთამაშობთ და და ვხედავ, რომ ამის გამო „ანორთოსისს“ ყველაზე მეტად გაუჭირდა. როდესაც სტადიონზე ხალხი არ არის, ამის ატანა რთულია“, – აცხადებს ქეცბაია.

 

ფამაგუსტელთა მწვრთნელმა ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ გეგმებზეც ილაპარაკა:

 

„ჩვენ ვეძებთ ფეხბურთელებს, რომლებსაც გუნდის დახმარება და გაძლიერება შეუძლიათ. იანვრის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს, იმედია, სასურველ მოთამაშეებს მოვძებნით. დიდი სურვილი მაქვს, რომ მეორე ნახევარს უკეთესი გუნდით შევხვდეთ“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი