logo_geo
მოურინიო „რეალის“ კიდევ ერთი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს
- +

19 დეკემბერი. 2020. 14:53

 

 

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გარეტ ბეილის და სერხიო რეგილონის შეძენა მოახერხა. ესპანური მედიის ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი „რეალის“ კიდევ ერთ ფეხბურთელს აკვირდება. ამჯერად მოურინიო ლუკა მოდრიჩის შეძენას გეგმავს.

 

„ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელს ძალიან სურს ხორვატი ფეხბურთელის თავის გუნდში გადაბირება, რომელსაც მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურება.

 

ლონდონურმა კლუბმა ზაფხულში არაერთი წარმატებული ტრანსფერი განახორციელა, რაც ჯერჯერობით კარგად ამართლებს. „ტოტენჰემი“ პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება და 3 ქულით ჩამორჩება „ლივერპულს“. მე-13 ტურამდე მოურინიოს გუნდი პირველ ადგილზეც კი იმყოფებოდა, მაგრამ ბოლო ტურში კლოპის გუნდთან მარცხის შემდგომ მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

 

ლუკა მოდრიჩი 2012 წელს სწორედ „ტოტენჰემიდან“ გადავიდა „რეალში“. ამ დროის განმავლობაში მან მადრიდული კლუბის მაისურით ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატის და ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი