logo_geo
„შუქურა“ კიდევ ოთხ მოთამაშეს დაშორდა - ტატანაშვილი მე-18 კლუბიდან წავიდა
- +

19 დეკემბერი. 2020. 17:03

 

 

ქობულეთის „შუქურაში“ მორიგი საკადრო ცვლილებები მოხდა და გუნდი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა და ასაკოვანმა თავდამსხმელმა, დიმიტრი ტატანაშვილმა დატოვა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

 

როგორც გაირკვა, 37 წლის თავდამსხმელის გარდა, სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი კიდევ ოთხმა მოთამაშემ დატოვა.

 

„დავით ჯიქიას შემდეგ გუნდი დიმიტრი ტატანაშვილმა, გიორგი კურმაშვილმა, იმედა აშორტიამ და გიორგი გადრანმა დატოვეს. დიდი მადლობა მათ გუნდში გაწეული შრომისათვის. წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჩვენს ყოფილ ფეხბურთელებს“, – წერია ქობულეთის „შუქურას“ ოფიციალურ გვერდზე.

 

ოთხივე მათგანი ქობულეთის „შუქურაში“ 2020 წელს ჩაირიცხა, ზოგი – სეზონის დასაწყისში, ზოგიც – ზაფხულში. ტატანაშვილმა გუნდის ფორმით 16 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 37 წლის თავდამსხმელმა კარიერა 1999 წელს 16 წლის ასაკში დაიწყო, მის 21-წლიან კარიერაში კი „შუქურა“ მე-18 კლუბი იყო.

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილმა „შუქურამ“ ეროვნულ ლიგა 2-ში სეზონი წარმატებით დაასრულა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი