logo_geo
„სამგურალის“ მწვრთნელი: ვისურვებდი, „სამგურალმა“ უახლოეს წლებში მეტ წარმატებას მიაღწიოს
- +

20 დეკემბერი. 2020. 10:47

 

 

წყალტუბოს „სამგურალმა“ საჩხერის „ჩიხურა“ ეროვნულ ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაშიც დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

 

გუნდის წარმატებაზე კომენტარი „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, უჩა სოსიაშვილმა გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ გუნდი ეროვნულ ლიგაშიც წარმატებით ითამაშებს.

 

„რთული სეზონი წარმატებით დავასრულეთ, რასაც ვულოცავ წყალტუბოს, გულშემატკივრებს, რომლებიც მუდამ ჩვენს გვერდში არიან, ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს! ეროვნულ ლიგაში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა. გუნდი ყველა მიმართულებით განვითარდება და გაძლიერდება. აქ ვგულისხმობ, როგორც მთავარ, ასევე ასაკობრივ და ბავშვთა გუნდებს. ვისურვებდი, რომ ეს წარმატება ყოფილიყოს ყველაზე მცირე წარმატება მათ შორის, რასაც „სამგურალი“ უახლოეს წლებში მიაღწევს“, – განაცხადა უჩა სოსიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ „სამგურალმა“ ეროვნულ ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის პირველი მატჩში თბილისში, „მიხეილ მესხი 2-ზე“ „ჩიხურა“ ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა 2:0, ხოლო წყალტუბოს „26 მაისი – არენაზე“ 1:0 და 18-წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. მანამდე გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც „გაგრასთან” დამარცხდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი