logo_geo
„როტორის“ მწვრთნელმა დავითაშვილზე ილაპარაკა: ის კვლავ ჩვენი შეტევების განმსაზღვრელი მოთამაშეა
- +

20 დეკემბერი. 2020. 12:08

 

 

რუსეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ვოლგოგრადის „როტორმა“ გია გრიგალავას ტულას „არსენალს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ვოლგოგრადელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ საბა კვირკველია და ნიკა ყიფიანი, ასევე ბათუმის „დინამოდან“ იჯარით გაშვებული ჯოვინო ფლამარიონი, რომლის გოლითაც მასპინძლებმა მოიგეს.

 

ბექა მიქელთაძე სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა, ხოლო ზურიკო დავითაშვილმა თამაში ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა.

 

„დღეს დავითაშვილი არ იყო. ხომ არ გგონიათ, რომ ფლამარიონთან ერთად „როტორი“ უფრო ეფექტურია?“ – დავითაშვილთან დაკავშირებით ეს კითხვა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრე ხაცკევიჩს დაუსვეს.

 

„ზურიკო კვლავ შეტევების განმსაზღვრელი მოთამაშეა. სეზონის ამ ნაწილში უამრავი მომენტი ჰქონდა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ რა მდგომარეობაში მოვიდა. მან კარში 26-ჯერ თუ 27-ჯერ დაარტყა – აქედან მას მინიმუმ ხუთი მაინც რომ გაეტანა, მაშინ ჩვენ უფრო მეტი ქულა გვექნებოდა. ისეც ხდებოდა, რომ ზურიკო მომენტებს თავისთვის ქმნიდა. ასევე იყო მომენტები, როდესაც დასარტყმელ პოზიციაზე გუნდის წევრებს გაჰყავდათ. მის ნაკლზე ზამთრის მოსამზადებელ შეკრებაზე ვიმუშავებთ. იმედია, დავითაშვილი მატჩიდან მატჩამდე უკეთესად ითამაშებს“, – განაცხადა ალექსანდრე ხაცკევიჩმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი