logo_geo
„მანჩესტერ სიტის“ ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

26 დეკემბერი. 2020. 01:35

 

 

„მანჩესტერ სიტიში“ კორონავირუსზე მორიგი ტესტირება ჩატარდა და ორ ფეხბურთელს კოვიდ-19 დაუდასტურდა, – იუწყება ინგლისური კლუბის პრესსამსახური.

 

ვირუსით დაინფიცირდნენ მცველი კაილ უოკერი და თავდამსხმელი გაბრიელ ჟეზუსი.

 

ფეხბურთელების გარდა, კორონავირუსზე ტესტირებისას დადებითი პასუხი მანჩესტერული კლუბის კიდევ ორმა წარმომადგენელმა მიიღო.

 

მიმდინარე სეზონში უოკერმა „სიტის“ შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი ბურთი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, ჟეზუსის ანგარიშზე კი 11 მატჩი, ოთხი გოლი და ერთი შედეგიანი პასია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი