logo_geo
ლიონელ მესი: მე მაქვს ოცნება, რომელსაც ვეღარ ავისრულებ
- +

26 დეკემბერი. 2020. 20:20

 

„ბარსელონას“ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ ჟურნალისტებს სანუკვარი ოცნება გაანდო, რომელსაც, როგორც თავად ფეხბურთელი ამბობს, უკვე ვერასდროს აისრულებს.

 

„მართალია, მე თითქოს ყველაფერი მაქვს, რაზეც ადამიანმა მხოლოდ შეიძლება იოცნებოს, – ციტირებს ლიონელ მესის სიტყვებს Mundo Deportivo. – თუმცა, მეც მაქვს ოცნება, რომელსაც უკვე ვეღარ ავიხდენ – უბრალოდ მსურს, ხალხს შევერიო და ვერავინ მიცნოს.

 

ზოგჯერ ძალიან გულით მინდა, რომ ხალხმრავალ ქუჩებში გავისეირნო, წავიდე კინოში, რესტორანში და ეს აჟიოტაჟის გარეშე მოხდეს, რომ საყოველთაო ყურადღების ცენტრში არ მოვექცე“, – ამბობს ლიონელ მესი.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი