logo_geo
წლის ქალი ფეხბურთელისა და ქალთა საუკეთესო მწვრთნელის პრიზები „ლანჩხუთმა“ მოიპოვა
- +

29 დეკემბერი. 2020. 13:31

 

 

GFF AWARDS 2020-ზე საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი და ქალთა საუკეთესო მწვრთნელი დაასახელეს.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყოველწლიურ ტრადიციულ დაჯილდოებაზე 2020 წლის ქალთა საუკეთესო მწვრთნელად გიორგი ჩხაიძე დაასახელა – მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და ევროპის 32 საუკეთესო კლუბს შორის მოხვდა – მსგავსი რამ ქართული ფეხბურთის ისტორიაში არასოდეს მომხდარა.

 

ლოგიკური იყო, რომ 2020 წლის საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელიც „ქსკ ლანჩხუთის“ წარმომადგენელი, თავდამსხმელი ხატია ჭყონია გახდა – ყაზახეთისა და რუმინეთის კლუბებთან საქართველოს ჩემპიონმა 2:1 და 1:0 მოიგო, სამივე გოლი კი ჭყონიას ანგარიშზეა.

 

2020 წლის საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი

 

ხატია ჭყონია (ქსკ ლანჩხუთი)

 

ნომინანტები:

 

ნინო პასიკაშვილი (სკ კვარტალი), თათია გაბუნია (ქსკ ლანჩხუთი)

 

ჭყონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დღეს მიმდინარე ყოველწლიურ ტრადიციულ დაჯილდოებაზე პრიზი უკვე გადასცა. საქართველოს ნაკრებისა და „ლანჩხუთის“ თავდამსხმელი წლის გოლის ავტორი გახდა. საუკეთესოდ ჩემპიონთა ლიგაზე რუმინულ „კლუჟთან“ ჭყონიას გატანილი გოლი აღიარეს – საქართველოში ის პირველი ქალი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო დაიმსახურა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი