logo_geo
მამარდაშვილი უეფა-მ 50 რჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა
- +

3 იანვარი. 2021. 13:20

 

 

 

 

უეფა-მ ევროპის 50 ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშე დაასახელა, რომლებსაც 2021 წელს ყურადღება უნდა მივაქციოთ. სასიამოვნო ფაქტია – ამ სიაში თბილისის „ლოკომოტივისა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა.

 

„მთელი კონტინენტის მასშტაბით, უეფა-ს ვებგვერდის კორესპონდენტებსა და რედაქტორებს ვთხოვეთ ამომავალი ვარსკვლავი ამოერჩიათ. საინტერესოა, ამ 50 მოთამაშიდან 2021 წელს რომელი აგვალაპარაკებს“, – წერს უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი.

 

„გიორგი მამარდაშვილმა (საქართველო, 20 წლის- თბილისის „ლოკომოტივი“), რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პირველი მეკარეა, რეპუტაცია უკვე მოიპოვა. მან უეფა-ს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შთამბეჭდავად ითამაშა“, – ვკითხულობთ უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა საუკეთესოდ ჩაატარა ევროპის ლიგის შეხვედრები, წლის ბოლოს ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა და წლის საუკეთესო მეკარედ აღიარა.

 

საქართველოს 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტმა“ ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებისა და გუნდების ჯამურ ფასებს გადახედა – მამარდაშვილი ეროვნულ ლიგის არა მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა, არამედ, საუკეთესო მოთამაშეთა შორისაც მოხვდა. მისი შეფასება ზუსტად ორჯერ გაიზარდა, 500.000 ევრო შეადგინა და გიორგი ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა სიის სათავეში მოექცა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი