logo_geo
ლევან კუტალიამ ისრაელში კლუბი შეიცვალა - ქართველი არაბულ გუნდში ითამაშებს
- +

4 იანვარი. 2021. 11:32

 

 

ლევან კუტალიამ თელ-ავივის „აპოელი“ დატოვა და კარიერას ლეუმით ლიგის გუნდში, უმ ელ-ფაჰმის „აპოელში“ გააგრძელებს – ინფორმაციას სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკეტი“ ავრცელებს.

 

31 წლის ქართველი თავდამსხმელი 2019 წელს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. წლის დასაწყისში ყაზახეთში, პავლოდარის „ირტიშში“ გადავიდა. მაგრამ გუნდი დაიშალა და 1 აგვისტოს კონტრაქტი თელ-ავივის „აპოელთან“ გააფორმა.

 

სამწუხაროდ, ახალ კლუბში კარიერა ვერ აეწყო, 8 შეხვედრა ჩაატარა, მათგან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამჯერ ითამაშა, გოლი ვერ გაიტანა და კლუბმა უმ ელ-ფაჰმის „აპოელში“ იჯარით გაუშვა.

 

კუტალიას ახალი გუნდი უნიკალური იმითაა, რომ ისრაელის არაბულ ქალაქს წარმოადგენს. ეს საკმაოდ რიგითი გუნდია, რომელმაც 2019 წლის ისრაელის თასის გათამაშებიდან 22 დეკემბერს ისრაელის ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი, თელ-ავივის „მაკაბი“ გამოაგდო, რასაც ათწლეულის სენსაცია უწოდეს.

 

ამჟამად გუნდი ლეუმით ლიგაში (რანგით მეორე ლიგა) ჩატარებული 18 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-10 ადგილზეა და მესამეადგილოსანს, თელ-ავივის „ბეითარს“ მხოლოდ 7 ქულით ჩამორჩება.

 

 

წყარო:

https://1tv.ge/news/kutaliam-israelshi-klubi-sheicvala-qartveli-arabul-gundshi-itamashebs/

 

 

big_banner
არქივი