logo_geo
კორღალიძე მოლდოვური ფეხბურთის ლეგენდებში მოხვდა - ეს საუკეთესო მოგონებად დამრჩება
- +

5 იანვარი. 2021. 10:46

 

„საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე მოლდოვური ფეხბურთის ლეგენდებში მოხვდა, – ამის შესახებ ახალგაზრდა სპეციალისტმა თავად განაცხადა.

 

„როდესაც მოლდოვაში ჩავდივარ, ამბობენ, მოლდოვის ფეხბურთის ლეგენდა ჩამოვიდაო. მათი ფეხბურთის ისტორიაზე გამოვიდა წიგნი „ჩვენი ფეხბურთის ლეგენდები”, სადაც სხვა ცნობილ და წარმატებულ ფეხბურთელებთან ერთად, რამდენიმე გვერდზე ჩემს შესახებაც წერია“, – ამბობს ლევან კორღალიძე.

 

მან კარიერის დიდი ნაწილი საკმაოდ წარმატებით რიგის „სკონტოში” გაატარა. კლუბში 6-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ხოლო 4-ჯერ – ლატვიის თასის გამარჯვებული. ამავე დროს, ბევრი ინდივიდუალური პრიზი აქვს მოპოვებული ლატვიაში და მოლდოვაში, სადაც კიშინიოვის „დაჩიაში” გამოდიოდა. ამ კლუბში ჩემპიონობა და სუპერთასი მოიპოვა. იყო ნომინაციის „თვის საუკეთესო ადამიანი”-ს გამარჯვებული, ხოლო 2010-2011 წლების სეზონში მოლდოვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ეს წარსულია, განვლილ დროს არასოდეს დავივიწყებ და მუდამ საუკეთესო მოგონებად დამრჩება“, – აცხადებს „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი