logo_geo
იოზილი „ფენერბახჩეში“ გადადის
- +

6 იანვარი. 2021. 15:25

 

 

ლონდონის „არსენალის“ წარმოშობით თურქი ფეხბურთელი „ფენერბახჩესთან“ აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს და დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში ამ კლუბში გადავა, – იუწყება თურქული გამოცემა sabah.com.

 

წყაროს ინფორმაციით, მესუთ იოზილი „ფენერბახჩესთან“ კონტრაქტს 3.5 წლით გააფორმებს, ტრანსფერის თანხა კი ჯერ არ სახელდება.

 

ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში იოზილი „არსენალის“ ძირითად შემადგენლობაში არ გამოჩენილა და ბოლო მატჩი გასული წლის გაზაფხულზე ითამაშა.

 

წყარო:

https://1tv.ge/news/iozili-fenerbakhcheshi-gadadis/

 

 

big_banner
არქივი